დღეს დილით გაუჩინარებული 11 წლის გოგონა იპოვეს

2018.11.05 18:54:42
დღეს დილით გაუჩინარებული 11 წლის გოგონა იპოვეს

11 წლის ბავშვი, რომელსაც უკვე რამდენიმე საათია სამართალდამცველები და ახლობლები ეძებენ,  ნაპოვნია. ინფორმაცია ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს მოზარდის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ბავშვი უკვე სახლში იმყოფება.

 

„კურიერის“ ინფორმაციით, ბავშვი ერთ-ერთმა მოქალაქემ იპოვა და სამართალდამცველებს შეატყობინა. მანამდე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ გაუჩინარებული ბავშვის ოჯახის წევრები. ბავშვის ბებიამ „კურიერთან“ განაცხადა, რომ დილით მოზარდი სკოლაში ძმასთან ერთად წავიდა, თუმცა სასაწავლო პროცესს აღარ დაესწრო.

 

ბებიას პრეტენზიები აქვს სკოლის მასწავლებლებთან, რადგან მათ არ შეატყობინეს ოჯახის წევრებს, რომ ბავშვი არ ესწრებოდა სასწავლო პროცესს.

 

„ბავშვი თუ არ მივიდა კლასში, კლასის ხელმძღვანელს უნდა დაერეკა მშობელთან, ეს აუცილებელია,“ - აღნიშნა ბებიამ.

 

შეგახსენებთ, რომ მთელი დღეა  ოჯახის წევრები 11 წლის გოგონას ელენე გიორბელიძეს ეძებდნენ. როგორც შუა დღეს ითქვა, გოგონამ დედამ მიიღომ წერილი, რომლის ავტორი სავარაუდოდ, ელენე გიორბელიძეა და სადაც ის ოჯახს ემშვიდობება.

 

ოჯახის ახლობლის თქმით, გოგონა საკუთარ ძმასთან ერთად წავიდა სკოლაში, თუმცა სკოლაში არ შესულა და წერილი ძმას გადასცა. 

 

"ძალიან მიყვარხარ, არ მოგენატრო, რადგან სხვანაირად მოვალ"- წერია წერილში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის...