როდის ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

2018.11.05 12:26:44
როდის ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ, 2 დეკემბერს გაიმართება. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურის თარიღად სწორედ 2 დეკემბერს განიხილავს, რომელიც მეორე ტურის ჩატარებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ბოლო ვადა იყო.

 

როგორც ცნობილია, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. პრეზიდენტობის ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50 %-ზე მეტის დაგროვება ვერ შეძლო, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.