რას წერს კესარია აბრამიძე "მის ტრანს ვარსკვლავი 2018" კონკურსის შემდეგ

2018.11.05 11:13:44
რას წერს კესარია აბრამიძე "მის ტრანს ვარსკვლავი 2018" კონკურსის შემდეგ

კონკურსში “მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილე ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე, ნახევარფინალში გავიდა, თუმცა, გამარჯვება ვეღარ მოიპოვა.

 

ნახევარფინალში კესარიასთან ერთად კუბის, ბრაზილიის, ანგოლას, ტაილანდისა და ფილიპინების წარმომადგენლები გავიდნენ. საბოლოოდ, კონკურსში ფილიპინების წარმომადგენელმა გაიმარჯვა, კესარიამ კი მე-5 ადგილი მოიპოვა. ამის შესახებ წერს ის სოციალურ ქსელში.

 

 

 

"ვულოცავ მის ტაილანდს პირველ ადგილს მე კი მეხუთეს ჩემს თავს . მე და მის ტაილანდი უმაკიაჟოდ. მაგრამ ის სტერეოტიპი რომ ქართველი 20 ეულშიც ვერ ხვდება ვერსად მე დავამსხვრიე" - წერს კესარია.