ახალდაბასთან ტრაილერი ამოტრიალდა

2018.11.03 15:59:54
ახალდაბასთან ტრაილერი ამოტრიალდა

ბორჯომში, დაბა ახალდაბასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაილერი ამობრუნდა, იუწყება პირველი არხი.

ტრაილერი სამშენებლო მასალებით იყო დატვირთული. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

ტრაილერის მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ–ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.