რა პრობლემები შეუქმნა ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს

2018.11.02 13:52:43
რა პრობლემები შეუქმნა ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების უმრავლესობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიზეზი კი ძლიერი ქარია, რის გამოც, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, დენი ავარიულად გაითიშა.

 

კომპანიაში ამბობენ, რომ შესაბამისი ჯგუფები მის აღსადგენად უკვე მუშაობენ.

 

 

ელექტროენერგია ამ დროისთვის არ მიეწოდება ქალაქის ცენტრსა და მიმდებარე ტერიტორიას. ენერგო-პროში განმარტავენ, რომ დენი აღნიშნულ უბნებზე უსაფრთხოების მიზნით გამორთეს და ერთ საათში აღდგება

 

 

გარდა ამისა, ქალაქის ტერიტორიაზე ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა. მერიის ინფორმაციით, ადგილზე მერიის თანამშრომლები გავიდნენ.