ვინ არის ქედაში გარდაცვლილი 22 წლის პატარძალი

2018.11.02 13:16:24
ვინ არის ქედაში გარდაცვლილი 22 წლის პატარძალი

ქედაში, სოფელ დოლოგანთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,ერთი კი დაშავდა.

 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილ გოგოს ქორწილი გუშინ წინ ჰქონდა. ქორწილის მეორე დღიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.