იხილეთ, 3 დღის ამინდის პროგნოზი

2018.10.12 12:48:43
იხილეთ, 3 დღის ამინდის პროგნოზი

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს:

 

12 ოქტომბერს საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლოა მცირე წვიმა როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. დასავლეთ საქართველოში +22 +27 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი ტემპერატურა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +20, +25 გრადუსი.

 

13 ოქტომბერს დასავლეთში კვლავ ნარჩუნდება მდგრადი ამინდი და შესაძლოა ტემპერატურამ +29 გრადუსამდეც მოიმატოს. 

 

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 13 ოქტომბერს ველოდებით ტემპერატურის კლებას, ღრუბლიან ამინდს, ზოგან მოსალოდნელია ნისლი და მცირე წვიმაც,

 

ჰაერის ტემპერატურა +14, +18 გრადუსამდე დაიკლებს.

 

თბილისში ხვალ და ზეგ 24 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 13 ოქტომბერს მცირე წვიმა, დღის მაქსიმალური ტემპერატურა +17 გრადუსი დაფიქსირდება.

 

რაც შეეხება უფრო გრძელვადიან პროგნოზს, ტემპერატურის ძლიერი კლება და სიცივე მომდევნო დღეებში მოსალოდნელი არ არის", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.