ყვარელში კაცმა საკუთარი სახლ-კარი გადაწვა

2018.10.12 11:51:21
ყვარელში კაცმა საკუთარი სახლ-კარი გადაწვა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. 

 

 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები. დამწვარია სახლის ძირითადი ნაწილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, სახლი ყოყოჩაშვილებს ეკუთვნის. მათივე ვარაუდით, არ გამოირიცხება, რომ ცეცხლი მეპატრონემ შვილთან დაძაბული ურთიერთობის გამო გააჩინა.

შემთხვევის დროს ოჯახის სხვა წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ოთხი სახანძრო- სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო