კახეთში კაცმა სახლი დაწვა

2018.10.11 21:44:56
კახეთში კაცმა სახლი დაწვა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრებმა კაცმა საკუთარი სახლი იმ დროს დაწვა, როცა ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

 

როგორც მეზობლები აცხადებენ, კაცს შვილთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა და შესაძლოა სახლის დაწვის მიზეზი სწორედ ეს დაპირისპირება გამხდარიყო.

 

შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, თუმცა ორსართულიანი სახლი თითქმის მთლიანად დაიწვა.

 

გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.