ავტობუსი, რომელიც ქალაქის ქუჩებში დაბინძურებულ ჰაერს გაწმენდს

2018.10.11 19:01:28
ავტობუსი, რომელიც ქალაქის ქუჩებში დაბინძურებულ ჰაერს გაწმენდს

ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ, რა თქმა უნდა, ის ელექტრო არ არის, ატმოსფეროში ძალიან ბევრ მავნე ნივთიერებას გამოჰყოფს. 

მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ ტრანსპორტს ეკოლოგიურად სუფთას გავხდით - ეს არ შეცვლის იმ რეალობას, რომ უკვე დაბინძურებული ჰაერი არსად წავა და მისი სუნთქვა ისევ ჩვენ მოგვიწევს. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა გადაწყვიტეს კომპანია Go-Ahead-ის წარმომადგენლებმა, რომლებმაც გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ქალაქის ქუჩებში გამოუშვეს ავტობუსი, რომელიც არა მხოლოდ არ დააბინძურებს ჰაერს, არამედ გადაადგილებისას გაწმენდს კიდეც მას. 

 

ექსპერიმენტში მონაწილეობის ბედნიერება სამხრეთ ბრიტანული ქალაქის საუთჰემპტონის მაცხოვრებლებს ხვდათ წილად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, საუთჰემპტონი ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული

 

ქალაქია იმის გამო, რომ იქ დიდი რაოდენობით დიზელზე მომუშავე ტრანსპორტი გადაადგილდება, ასე რომ არჩევანი სრულებით გამართლებულია. 

 

კომპანია Pall Aerospace-ის სპეციალისტებმა გამოიგონეს განსაკუთრებული ფილტრი, რომელიც ავტობუსის სახურავზეა განთავსებული. ფილტრი ისე გამოიყურება როორც ავტომობილის დიდი სპოილერი. ის მუშაობას მაშინ იწყებს, როდესაც ავტობუსი მოძრაობას იწყებს. 

 

შეიძლება იფიქროთ, რომ გასუფთავებული ჰაერის რაოდენობა უმნიშვნელოა, თუმცა, გამომგონებლების განმარტებით, ეს ასე არ არის, რადგან მათი თქმით, ავტობუსის მოძრაობისას კონკრეტული მარშრუტის რეგულარულად გავლის შემთხვევაში ჰაერის გასუფთავება გზის ზედაპირიდან 10 მეტრის სიმაღლეზე ხდება. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ სახურავზე დამონტაჟებული დიდი ფილტრი არანაირად არ უშლის ხელს ტრანსპორტის გადაადგილებასა და მის მგზავრებს. სპეციალისტების გამოთვლით, მსგავსი ფილტრები საუთჰეპტონის მთელს ავტოპარკზე რომ დამონტაჟდეს, ქალაქში ჰაერი წელიწადში რამდენჯერმე სრულად გაიწმინდებოდა.