გორში ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა- მანქანაში ორსული იმოყოფებოდა

2018.10.10 15:11:25
გორში ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა- მანქანაში ორსული იმოყოფებოდა

ავარია მოხდა გორში. 

 

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი და მგზავრი, ორსული ქალი დაშავდა.

 

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 276 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.