"გააკეთონ თავისი საქმე, ისე რომ ჩვენ აქ მკვლელობა არ ჩავიდინოთ!!!"

2018.10.10 12:48:15
"გააკეთონ თავისი საქმე, ისე რომ ჩვენ აქ მკვლელობა არ ჩავიდინოთ!!!"

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაასაჯაროვა კადრები, რომლებიც მესტიაში 26 წლის ლუკა ფალიანის მკვლელობას ასახავს. 

 

ფალიანის ოჯახი ეჭვობს, რომ მტკიცებულება პროკურატურამ განზრახ გაანადგურა და მკვლელობაში ბრალდებულებს ხელისუფლება მფარველობს.

ოჯახი სამართლიან გამოძიებას ითხოვს და სვანური წესებით გასამართლებით იმუქრება.

„გააკეთონ თავისი საქმე, ისე რომ ჩვენ აქ მკვლელობა არ ჩავიდინოთ. არც ნიგურიანი მოვკლათ, არც მუშკუდიანი, არც ქურდიანი მოვკლათ, რად უნდათ ის თავხედები. ექვსივე მკვლელია ეს. რატომაა იცი ეს ექვსივე მკვლელი? ზოგი იჭერდა, ზოგი არტყამდა“-ამბობს ლუკა ფალიანის დედა როზა ფალიანი.

ლუკა ფალიანი მესტიაში ზაფხულში მოკლეს. შინაგან საქმეთ სამინისტროს მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი ჰყავს. ფალიანის ოჯახი ამტკიცებს, რომ ნიგურიანის გარდა მკვლელობაში კიდევ ხუთი პირი მონაწილეობდა.

 

წყარო: http://alia.ge/news/19331