"თურქეთში მამაკაცმა ჩემს ჩაიში წამალი ჩაყარა, რომლის დალევის შემდეგაც..."- ქართველი ჟურნალისტის სკანდალური პოსტი

2018.10.10 12:03:20
"თურქეთში მამაკაცმა ჩემს ჩაიში წამალი ჩაყარა, რომლის დალევის შემდეგაც..."- ქართველი ჟურნალისტის სკანდალური პოსტი

ჟურნალისტი თინა თაყაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ფოტოზე ასახული მამაკაცი მასთან ფიზიკური კონტაქტის დამყარებას მოტყუებით ცდილობდა: 

 

 

"თურქეთში მამაკაცმა ჩემს ჩაიში წამალი ჩაყარა, რომლის დალევის შემდეგაც, ჩემთან ფიზიკურ კონტაქტს მოახერხებდა. ამჟამად ვიმყოფები პოლიციის შენობაში. სამართალდამცველები არ აღიქვამენ ამ საკითხს სერიოზულად და დაკითხვაზე უარს ამბობენ.

 

 

 

რამდენიმე საათია ვიხვეწები ჩვენება ჩამომართვან და საქმე აღიძრან. პოლიცია მეუბნება თუ არ გავჩერდები დიდი ჯარიმის გადახდა მომიწევს. რადგან საქმე თუ აღიძრა. ჩაის ანალიზის და სასამართლოს ხარჯები შენ უნდა დაფაროვო“- წერს თაყაძე.