დოლართან მიმართებით ლარი კიდევ გაუფასურდა

2018.10.09 19:05:14
დოლართან მიმართებით ლარი კიდევ გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6255 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6255 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6184 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0071 ლარი შეადგინა.

 

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0057 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0033 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0024 ლარი შეადგინა.

 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.