საწვავის ფასმა საგრძნობლად მოიმატა

2018.10.09 13:03:45
საწვავის ფასმა საგრძნობლად მოიმატა

საქართველოში საწვავის ფასმა რამდენიმე თეთრით მოიმატა.

 

 

 

ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინი 4-10 თეთრით, ხოლო არაბრენდირებულზე 5 თეთრამდე გაძვირდა.

 

 

 

საწვავზე ფასის მომატებას ექსპერტები ლარის კურსს და საერთაშორისო ბაზარზე მომხდარ ცვლილებებს უკავშირებენ.