ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

2018.10.09 12:22:26
ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ბასილაშვილმა დენის შაპოვალოვი 6:2, 6:2 დაამარცხა.

 

ბასილაშვილის მორიგი მეტოქე ალექსანდრე ზვერევი იქნება.

 

ბასილაშვილმა რამოდენიმე დღის წინ პეკინის ღია პირველობა მოიგო, სადაც ფინალში ხუან მარტინ დელ პორტო დაამარცხა.