ოკუპანტებმა მაია ოთინაშვილი გაათავისუფლეს

2018.10.09 12:17:41
ოკუპანტებმა მაია ოთინაშვილი გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა. ინფორმაციას ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

 

„29 სექტემბერს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს მაია ოთინაშვილს ლენინგორის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით პირობითი სასჯელი და 6 თვის გამოსაცდელი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. 9 ოქტომბერს ოთინაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა“, – ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.

 

მაია ოთინაშვილი ჯერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჯერ არ გადმოუყვანიათ.