ოთხთა საერთაშორისო ტურნირი რაგბში 7-ქალამ მოიგო

2018.10.09 11:22:24
ოთხთა საერთაშორისო ტურნირი რაგბში 7-ქალამ მოიგო

ოთხთა საერთაშორისო ტურნირი Georgia Ledy’s Sevens-მა მოიგო, რომელიც 7-ქალა ეროვნული ნაკრების ბირთვს წარმოადგენდა.

 

საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალთა რაგბიში საერთაშორისო ტურნირი თბილისში, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ჩატარდა.

 

ტურნირმა დიდი ინტერესი გამოიწვია და თამაშებს 800-მდე მაყურებელი დაესწრო. Georgia Ledy’s Sevens-მა და ისრაელის ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნაკრებები დაამარცხეს.

 

გადამწყვეტ მატჩში ქართველმა გოგონებმა ერთი ლელო მიიღეს, თავად 4 გაიტანეს და 26:5 მოგებით, ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. მესამე ადგილი დასავლეთ საქართველოს ერგო.