დიღომში მამაკაცი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

2018.10.08 16:29:19
დიღომში მამაკაცი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში 84 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა - ამის შესახებ „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს. 

 

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.