საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახანძრო რობოტის შეძენას გეგმავს

2018.10.08 13:56:09
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახანძრო რობოტის შეძენას გეგმავს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახანძრო რობოტის შეძენას გეგმავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა განუცხადა, სახანძრო რობოტს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებულად რთულ სიტუაციებში იყენებენ. მაგალითად, როცა არსებობს აფეთქების, შენობის კონსტრუქციის ჩამოშლის საფრთხე და ხანძრის ეპიცენტრში მეხანძრე-მაშველის მუშაობა მისი სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

 

"რობოტი მართვის პულტით იმართება და მას შეუძლია შენობის კიბის უჯრედში გადაადგილებაც კი.

 

რობოტს წყლის მარაგი სახანძრო მანქანის ავზიდან ან ჰიდრანტიდან მიეწოდება.

 

ჭკვიანი რობოტი აღჭურვილია ულტრათანამედროვე კამერებით, რაც გამოსახულების მაღალ აღქმადობას და მის მანევრირებას უზრუნველყოფს", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.