"არ ვართ და არც ვიქნებით მთლიანად თავისუფალი და ბოლომდე დამოუკიდებელი"- სალომე ზურაბიშვილი

2018.10.07 21:53:27
"არ ვართ და არც ვიქნებით მთლიანად თავისუფალი და ბოლომდე დამოუკიდებელი"- სალომე ზურაბიშვილი

ოკუპირებული ტერიტორიები არის ჩვენი მთავარი დასაძლევი - არ ვართ და არც ვიქნებით მთლიანად თავისუფალი და ბოლომდე დამოუკიდებელი, სანამ ამასაც არ დავძლევთ, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ლაგოდეხში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

 

“ჩვენ ძალიან გვჭირდება, რომ ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ ინიციატივების მქონე და მათ ინიციატივებს ხელი უნდა შევუწყოთ. მე, როგორც პრეზიდენტი, ვაპირებ, რომ ყველანაირად ხელი შევუწყო მათ, ვისაც აქვს რამე ხედვა და ოცნება და იციან, რა უნდათ ამ ქვეყნიდან და როგორ გააკეთონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ვართ დარწმუნებული, რომ ახალი თაობა, რომელიც მოდის იდეებით და ინიციატივებით იქნება ნამდვილად თავისუფალი თაობა, რომელიც გავა 21–ე საუკუნეში. ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი რამ გვაფერხებს ამ გადასვლაში, პირველ რიგში, ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც არის ჩვენი მთავარი დასაძლევი. არ ვართ და არც ვიქნებით მთლიანად თავისუფალი და ბოლომდე დამოუკიდებელი, სანამ ამასაც არ დავძლევთ. ეს არის ჩვენი ტკივილი და მთავარი მოვალეობა და ამასაც, როგორც პრეზიდენტი ძალიან კარგად გავითვალისწინებ. ვიცი, რომ ეს არის ჩემი ერთ–ერთი მოვალეობა, რამდენად, სანამდე და როდის შევძლებთ ამას დღეს ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ ეს იქნება ჩემი ერთ–ერთი მთავარი მიზანი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.