"გასძახა შეშინებულმა შვილს - თავს უშველე, გაიქეციო"- ოკუპანტებმა 50 წლის კაცი გაიტაცეს

2018.10.07 18:35:51
"გასძახა შეშინებულმა შვილს - თავს უშველე, გაიქეციო"- ოკუპანტებმა 50 წლის კაცი გაიტაცეს

კირბალელი აკაკი დოთიაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს. მისი დის, ციალა დოთიაშვილის თქმით, როცა ის ოკუპანტებს მიჰყავდათ, ამას მისი ძმისშვილი უყურებდა. მამამ ის გააფრთხილა - თავს უშველეო.

„შაქრიანი დიაბეტი აქვს. წამლები თან არ წაუღია. 10 წუთის გარეკილი ჰყავდა ნახირი... შვილთან და მეორე მწყემსთან ერთად იყო. ეტყობა ჩასაფრებულები იყვნენ, დიდი ბუჩქებია იქ. გასძახა შეშინებულმა შვილს - თავს უშველე, გაიქეციო...უყურებდა ჩემი ძმისშვილი, როგორ მიათრევდნენ. ძროხებით ვირჩენთ თავს და ჩვენს საძოვარზეც ვერ გაგვირეკია შიშით. რა უნდა ვქნათ?!", - ამბობს გატაცებულის და.

 

50 წლის აკაკი დოთიაშვილი, რომელიც სოფელ დირბალის მკვიდრია, ოკუპანტებმა ცოტა ხნის წინ გაიტაცეს.

დაახლოებით 10 დღის წინ ოკუპანტებმა ხურვალეთიდან მაია ოთინაშვილი გაიტაცეს. მისთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობის ვადა დღეს ამოიწურება.