ისტორია დაიწერა! ნიკოლოზ ბასილაშვილმა უმნიშვნელოვანესი, პეკინის ტურნირი მოიგო

2018.10.07 18:14:27
ისტორია დაიწერა! ნიკოლოზ ბასილაშვილმა უმნიშვნელოვანესი, პეკინის ტურნირი მოიგო

პეკინის პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა. 

 

თამაში 1 საათსა და 41 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტის მესამე გეიმში ბასილაშვილმა პირველი ბრეიკი გააკეთა. არგენტინელმა სპორტსმენმა კი მეექვსე გეიმში ორი ბრეიკ-პოიტი ვერ გამოიყენა.

 

რაც შეეხება მეორე სეტს, ქართველმა ჩოგბურთელმა მეშვიდე გეიმშიც გამოიყენა ბრეიკი, მაგრამ მეტოქის მოწოდება ვერ აიღო. იგივე შანსები ჰქონდა არგენტინელსაც, თუმცა ბასილაშვილმა საკუთარი მოწოდება სამჯერ გადაარჩინა და დელ პოტროს ბრეიკის გამოყენების შანსი არ მისცა. 

 

29 ივლისს ბასილაშვილი German Open Hamburg 500-ის გამარჯვებულიც გახდა.