ქობულეთში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

2018.09.14 20:37:34
ქობულეთში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთში ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა  ემტეესის დასახლებაში მოხდა. 

შსს ცნობით, საქმეზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მუხლით მიმდინარეობს.