საბურთალოზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ავტომობილების გადაადგილება გართულებულია

2018.09.14 14:30:54
საბურთალოზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ავტომობილების გადაადგილება გართულებულია

თბილისში, საბურთალოს რაიონში, საცობების გამო, ავტომობილებისთვის გადაადგილება გართულებულია. საცობია რამდენიმე ქუჩაზე, კერძოდ, საბურთალოს ქუჩაზე, კოსტავას გამზირზე, გოთუას ქუჩაზე, გმირთა მოედანზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გუშინ, 22:00 საათიდან ყოფილი ბულაჩაურის, ამჟამინდელი კალანდაძის ქუჩა დროებით გადაიკეტა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინვე ყოფილი საბურთალოს, ახლანდელი ჭაბუკიანის ქუჩა გაიხსნა, საბურთალოზე არსებულ ქუჩებზე გადაადგილება საცობების გამო მაინც შეფერხებულია.