მასწავლებლებს ხელფასები გაეზრდებათ

2018.09.14 12:52:03
მასწავლებლებს ხელფასები გაეზრდებათ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმა მასწავლებლების, სპეც. მასწავლებლების, სკოლის დირექტორებისა და ადმინისტრაციის სახელფასო პოლიტიკას ითვალისწინებს.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2018-2019 სასწავლო წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, მათ შორის, სპეც. მასწავლებელი; 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის.

 

2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს და მეტს.