პრემიერმინისტრის განცხადებით 2019-2021 წლებში მასწავლებლების ხელფასი საგრძნობლად გაიზრდება

2018.09.14 12:27:36
პრემიერმინისტრის განცხადებით 2019-2021 წლებში მასწავლებლების ხელფასი საგრძნობლად გაიზრდება

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს აკადემიაში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას მასწავლებელთა ხელფასების გაზრდაზეც ისაუბრა.

 

პრემიერის თქმით, მისი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდები, განათლება და ინოვაციები.

„პირველ ეტაპზე, 2018-19 სასწავლო წლის განმავლობაში გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, ხოლო 2022 წლისთვის საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი სამჯერ გაიზრდება. 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს და მეტს“, - თქვა ბახტაძემ.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა,  2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის.

 

როგორც რეფორმის წარდგენისას ითქვა, რეფორმა განათლების ხუთივე მიმართულებით გატარდება. 

 

2018 წლის 1 თებერვლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა. წამყვანი მასწავლებელი დანამატის სახით 700 ლარს, მენტორი კი 1000 ლარს იღებს.