ინციდენტი რუსთავის სკოლაში- მშობელმა სერიოზული დაზიანება მიიღო

2018.09.14 12:07:15
ინციდენტი რუსთავის სკოლაში- მშობელმა სერიოზული დაზიანება მიიღო

ინციდენტი რუსთავის სკოლაში- მშობელმა სერიოზული დაზიანება მიიღო.

 

მცირე ინციდენტი მოხდა რუსთვის მე-7-ე საჯარო სკოლაში. მაშინ როდესაც მშობლები საკლასო ოთახებს ალაგებდნენ, ერთ-ერთი მშობელი მაგიდიდან გადმოვარდა და დაშავდა.

 

როგორც ინფო რუსთავთან სკოლის დირექტორმა ლია ჯღარკავამ განაცხადა, ახალი სასწავლო წლის მზადებასთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელშიც ნებაყოფლობით ჩაერთნენ მშობლები, ინციდენტი კი მაშინ მოხდა, როდესაც მშობელი მაგიდაზე იყო ასული და კედელს წმენდდა.

 

ქალბატონი დაბეჟილობებით ცენტრალურ საავადმყფოში გადაიყვანეს, სადაც აღმოჩნდა რომ მას ნეკნის მოტეხილობა აქვს. პაციენტი ამ დროისთვის მკურნალობის კურსს გადის.