გორში გარდაცვლილი გოგონა სავარაუდოდ ლურჯ ვეშაპს თამაშობდა

2018.09.13 14:49:18
გორში გარდაცვლილი გოგონა სავარაუდოდ ლურჯ ვეშაპს თამაშობდა

14 წლის გოგონა, რომელმაც გორში, გუშინ ღამით, სავარაუდოდ, თავი მოიკლა „ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა.

ახალი ვერსიის შესახებ გრადაცვლილის მეზობლები საუბრობენ.

 

„ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა. ეხლაც მაგას ამბობენ, ხშირად დადიოდა ღამით გარეთ. აღმოაჩინეს რომ მუცელიც დასერილი ჰქონია. დედამ არ იცოდა, რომ თამაშობდა. თვითონ თქვა მეგობრებთან.“- აცხადებს გვანცა ცერცვაძე.

 

მომხდარს შსს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.