ქართული სამზარეულო მთელს მსოფლიოში გამორჩეულია

2018.09.13 13:56:26
ქართული სამზარეულო მთელს მსოფლიოში გამორჩეულია

ქართული სამზარეულოს შესახებ Matador Network-მა სტატია მოამზადა სახელწოდებით "რატომ არის საქართველო აუცილებლად სანახავი ქვეყანა საჭმელისა და ღვინის მოყვარულებისთვის?"

ავტორის თქმით, საქართველო მთელს მსოფლიოში სამზარეულოს კუთხით გამორჩეული ქვეყანაა. ინფორმაციას Artnews-ი ავრცელებს.

 

"როდესაც ვამბობთ, რომ Georgia ყველასგან გამორჩეული ადგილია მსოფლიოში საკუთარი სამზარეულოს კულტურით, არ ვგულისხმობთ ტკბილ ჩაისა და ატმებს. ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე ძევს საქართველო (ქვეყანა) – ერთ-ერთი კულტურულად ყველაზე მდიდარი, მრავალფეროვანი აღმოსავლეთ ევროპელი ერი.

 

ძველი, ოჯახური ტიპის სამზარეულოდან დაწყებული, დღევანდელი, თანამედროვე სამზარეულოთი დამთავრებული საქართველო აკმაყოფილებს ორგანიზმს, იმდენად, რამდენადაც სულს… ასე რომ, გადაცვალეთ დოლარები ლარზე და დაგეგმეთ თქვენი შემდეგი ფრენა თბილისისკენ – საქართველოს კულტურულად მდიდარი დედაქალაქისკენ", – წერს სტატიის ავტორი.