ფილმ "დედე"-ს ჩვენება ნიუ-იორკში გაიმართება

2018.09.13 13:53:09
ფილმ "დედე"-ს ჩვენება ნიუ-იორკში გაიმართება

რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმ „დედე“-ს ჩვენებები გაიმართება ნიუ-იორკში 2 და 3 ნოემბერს.

 

 

აღსანიშნავია, რომ ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ნამუშევრის ნაწილი სვანურ დიალექტზეა და მასში მონაწილე ყველა მსახიობი სვანია.

 

კინოპროექტი „დედე“ ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-ს და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით განხორციელდა.