თაღლითობის ფაქტზე 5 მოქალაქე დააკავეს

2018.09.13 13:42:01
თაღლითობის ფაქტზე 5 მოქალაქე დააკავეს

თაღლითობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს, მათი დახმარებისთვის კი 13 მოქალაქე მიეცა პასუხისგებაში.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ე.წ. ცრუ მოწმეების დახმარებით თაღლითურად დაეუფლნენ საგარეჯოს რაიონში მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს 80 ათას ლარამდე ზიანი მიადგა.

 

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს.