გორში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

2018.09.13 11:04:27
გორში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

გორში, ყიფიანის ქუჩაზე 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.

 

წინასწარი ინფორმაციით, გოგონა ფეხსაცმლის თასმით არის ჩამომხრჩვალი.

 

როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

უწყებაში განმარტეს,რომ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო შედეგების მიხედვით, შესაძლებელია ეს მუხლი გადაკვალიფიცრდეს და გამოძიება 115-ე მუხლით გაგრძელდეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

გამოძიებამ ადგილზე ნივთმტკიცებულების სახით მაკრატელი ამოიღო, რითაც თასმაა გადაჭრილია და თვითონ თასმები, მათ ჩაუტარდება ექსპერტიზა.