ნანგრევებში მოყოლილი სამი არასრულწლოვნიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

2018.09.11 13:00:43
ნანგრევებში მოყოლილი სამი არასრულწლოვნიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში მოყოლილი სამი არასრულწლოვნიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია.

 

ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მოთავსებული ორი მოზარდიდან ერთს დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა, ის ექიმების დაკვირვების ქვეშაა, ხოლო მეორე მოზარდს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა, მდგომარეობა სტაბილურია.

 

კიდევ ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება, შედარებით მძიმეა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ. სამივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

 

„აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.