სამეგრელოში 2 ეკლესია გაქურდეს

2018.09.11 12:44:07
სამეგრელოში 2 ეკლესია გაქურდეს

სხალთის ეპარქია ხულოში ორი ტაძრის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მძარცველი ორივე ტაძარში ფანჯრიდან შევიდა. წაღებულია შესაწირი ყუთი. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე სამართალდამცავები გამოძიებას აწარმოებენ.

 

"9-და 10 სექტემბრის ღამეს გაქურდეს ხულოში ორი ტაძარი: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრიაპირველწოდებულის."

 

ქურდი ორივე ტაძარში ფანჯრიდან გადავიდა. მიმდინარეობს გამოძიება.

 

შსს-ს განცხადებით მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.