ხულოში ტაძრები გაქურდეს

2018.09.11 11:41:15
ხულოში ტაძრები გაქურდეს

ინფორმაციას სხალთის ეპარქია ავრცელებს.

 

ეპარქიის ინფორმაციით, ქურდი ორივე ტაძარში ფანჯრიდან შევიდა, სამართალდამცველები კი გამოძიებას აწარმოებენ.

 

"წუხელის (9-დან 10 სექტემბრის ღამეს) გაქურდეს ხულოში ორი ტაძარი: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრიაპირველწოდებულის. ქურდი ორივე ტაძარში ფანჯრიდან გადავიდა. პოლიცია აწარმოებს გამოძიებას. აღსანიშნავია, რომ შარშან ასევე გაიქურდა სხალთის მონასტრის ტაძარი. გაიძარცვა სხალთის ღვთისმშობლის ხატი. მიმდინარეობდა გამოძიება. ბოროტმოქმედები ჯერაც არ არიან დადგენილნი",-ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

 

როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადე,ს გამოძება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას ნიშნავს და ისჯება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.