ზუგდიდში, სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს

2018.09.10 12:09:22
ზუგდიდში, სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ახალშობილი გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ბავშვი ახალშობილთა განყოფილებაში მოათავსეს.

 

ექიმების განცხადებით,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.