ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

2018.09.10 12:06:51
ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ისინი მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან და დამოუკიდებელ მაუწყებელზე ხელისუფლების ზეწოლას აპროტესტებენ.

მსვლელობის გამო ტელეკომპანია „იბერიამ“ რამდენიმე საათით მაუწყებლობა შეაჩერა.

მსვლელობა ტელეკომპანიის ოფისიდან დაიწყო და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდება.

პროტესტს ჟურნალისტებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანიის დათმობაზე ესაუბრება.