შტორმი, ქარი, წვიმა- როგორი ამინდი იქნება 10 სექტემბრამდე

2018.09.07 11:50:41
შტორმი, ქარი, წვიმა- როგორი ამინდი იქნება 10 სექტემბრამდე

ცნობილია, როგორი ამინდი იქნება 10 სექტემბრამდე:

 

10 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ასევე მოსალოდნელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი ღელვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს" - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.