უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2018.09.06 11:07:02
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში დღეს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, თუმცა დღის ბოლოს ზოგან გაწვიმდება.

 

ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა +30, +35, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.