აფეთქება ფოთში- არიან დაშავებულები

2018.09.05 13:05:50
აფეთქება ფოთში- არიან დაშავებულები

ფოთში გემთენიისას მომხდარი აფეთქების შედეგად სამი დაშავებულთაგან ერთი ბინაზე გაეწერა.

 

როგორც ჟურნალისტებს ფოთის კლინიკის დირექტორმა თეა მინიგეიშვილმა განუცხადა, ინციდენტის შედეგად 41 წლის კაცი სიცოცხელსთან შეუთავსებელი ტრამვებით გარდაიცვალა, 16 წლის მოზარდი ქუთაისის ინტერვენციულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი, 29 წლის კაცი კი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.

 

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანილი კაცი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მედიკოსების ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზეა.

 

„აღენიშნება ღია ტრავმა,თავის ტვინის შეშუპება. ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული ჰემატომა.საფეთქლის და შუბლის ძვლის მოტეხილობა.გულმკერდის დახურული ტრავმა,მარჯვნივ პნევმოთორაქსი.მდგომარეობა ტერმინალური,კომატოზური,იმყოფება მართვით სუნთქვაზე“,- თქვა კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ.

 

მისივე თქმით, პაციენტს უგრძელდება კვლევები.

 

შს სამინისტროში „პირველს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება ორი უხლით მიმდინარეობს 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. უწყებაშიამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

124-ე მუხლი ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

 

ფოთში გამთენიისას მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა.