23 აპრილის ღამეს „ისთ ფოინთში“ ყველა მაღაზია უფასო იქნება

2017.04.03 12:40:10
23  აპრილის ღამეს „ისთ ფოინთში“ ყველა მაღაზია უფასო იქნება

150 ბრენდული მაღაზია მთელი ღამის განმავლობაში მხოლოდ თქვენთვის იქნება ღია. მოირგეთ საყვარელი სამოსი ისე, რომ მთელ მაღაზიაში მარტო იქნებით, ხელს ვერავინ შეგიშლით და რაც მოგეწონებათ უფასოდ წამოიღეთ სახლში - ეს ზღაპრული ფილმის სცენარი არ არის. 23 აპრილს ერთერთი იღბლიანია ადამიანისათის ჯადოსნური შოპინგის ღამე დადგება „ისთ ფოინთში“.

 20 მარტს „ისთ ფოინთი“ გრანდიოზული გათამაშება დაიწყო, რომელიც 23 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. 1 თვის განმავლობაში ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სავაჭრო ცენტრის ნებისმიერ მაღაზიაში მინიმუმ 50 ლარის ოდენობით ივაჭროს და შემდეგ ქვითარი „ისთ ფოინთის“ საინფორმაციო ცენტრში გათამაშების ბილეთში გადაცვალოს. გათამაშება ლოტოტრონის პრინციპით 23 აპრილს გაიმართება და ის Facebook Live–ით გადაიცემა. გათამაშდება 100 000 ლარის ღირებულების 100 პრიზი და მთავარი პრიზი – სავაჭრო ქალაქი ერთი ღამით გამარჯვებულის განკარგულებაში იქნება სრულიად უფასოდ.

„ისთ ფოინთი“ არა სამუშაო საათებში გაიხნება მხოლოდ გამარჯვებულისთვის და მას შეეძლება შოპინგი უფასოდ. მსგავსი პრეცედენტი, რომ მხოლოდ ერთი მომხმარებლისთვის მუშაობდეს მთელი სავაჭრო ქალაქი, საქართველოში ჯერ არ ყოფილა. ამ პრიზის მთავარი ხიბლი კი ის არის, რომ ეს ყველაფერი ხდება უფასოდ. გამარჯვებულს შეეძლება ესტუმროს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ნებისმიერ მაღაზიას და გაიტანოს ყველაფერი, რაც უნდა. ამ პროცესს გადავიღებთ და ბედნიერი შოპინგის ვიდეოსაც მოვამზადებთ,“ – განმარტავს ისთ ფოინთის მერი თეონა ჩიხლაძე.