თხილის მოსავლის დაზიანების მიზეზი ფაროსანა არაა, საქმე სხვა რამეშია...

2018.09.05 11:34:00
თხილის მოსავლის დაზიანების მიზეზი ფაროსანა არაა, საქმე სხვა რამეშია...

გურიაში თხილის მოსავლის დაზიანების ძირითადი მიზეზი გამოვლინდა, ის ფაროსანა არაა.

 

სოფლის მეურნეობის სპეციალისტებმა გურიაში თხილნარის ფიტოსანიტარული მდგომარეობა შეამოწმეს. ლაბორატორიული ანალიზების შედეგად, თხილის დიდი ნაწილი სოკოვანი დაავადებების (ფომოფსისი, კიბო, ნაცარი, ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი, ციტოსპოროზი, ვარდისფერი ობი, ფუზარიოზი) შედეგად არის დაზიანებული. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

კვლევები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტებში ერთობლივად მიმდინარეობდა. 

 

ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად, სპეციალისტებმა დაზიანებული თხილის ნიმუშები ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების ფერმერთა ნაკვეთებიდან აიღეს.

 

მათ შეუწამლავი და შეწამლული თხილის მოსავალი ერთმანეთს შეადარეს. შედეგების მიხედვით, სოფლის

 

მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული ფენოკალენდარული სქემის მიხედვით, შეწამლული თხილის ბაღებში მოსავლის 84% საღია, ფაროსანათი დაზიანებული - 3%, სოკოვანი დაავადებებით დაზიანებული კი 9%-ია.

 

შეუწამლავ ბაღებში თხილის მხოლოდ 8%-ია საღი, 66%-სოკოვანი დაავადებებით დაზიანებული, 6% - ფაროსანათი მიყენებული ზიანია.

 

იმ ფერმერებმა, ვინც თხილის ბაღების შეწამვლისას სპეციალისტების რჩევები არ გაიზიარეს, თხილის მოსავლის მხოლოდ 22% საღი, 6% ფაროსანათი, 60% კი სოკოვანი დაავადებებით დაზიანებული მიიღეს. სპეციალისტების განცხადებით, პრობლემებია თხილის ბაღებშიც, სადაც დარღვეულია თხილის მოვლა-მოყვანის და სხვლა-ფორმირების წესები.

 

მიღებული კვლევების შედეგად, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მიერ შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც ფერმერებს დაურიგდებათ.