რა ბედი ეწია ბავშვს, რომელიც დაბადებისას 340 გრამს იწონიდა

2018.09.04 12:40:45
რა ბედი ეწია ბავშვს, რომელიც დაბადებისას 340 გრამს იწონიდა

რა ბედი ეწია ბავშვს, რომელიც დაბადებისას 340 გრამს იწონიდა.

 

დიდ ბრიტანეთში დაბადებული ყველაზე პატარა ბავშვი, 6 თვის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. როგორც საინფორმაციო პორტალი News.com-ი წერს, ახალშობილი Coca-Cola-ს ქილის წონას იწონიდა. 

 

თეო ტეილორი მარტში დაიბადა და 340 გრამს იწონიდა. ორსულობის 26-ე კვირას, ექიმებმა დედას უთხრეს, რომ 190-ე კვირის შემდეგ, ბავშვმა საშვილოსნოში ზრდა შეწყვიტა და აბორტის გაკეთება ურჩიეს. "სანამ ის დაიბადება, ძალიან მიჭირდა ყოველდღე იმის მოსმენა, რომ ვერ გადარჩებოდა", - ჰყვება ტეილორის 24 წლის დედა ქეთი თეილორი. 

 

ბავშვის დაბადებიდან მხოლოდ 2 კვირის შემდეგ დედას მისცეს უფლება შვილი ენახა. "ის ჩემს ხელზე პატარა იყო", - ამბობს ტეილორის მამა ჯეი.