შავ ზღვაზე ისევ შტორმს ელოდებიან

2018.08.10 18:16:59
შავ ზღვაზე ისევ შტორმს ელოდებიან

შავი ზღვის სანაპირო ზოლში დღეს ისევ შტორმს ელოდებიან. 

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს და აცხადებს, რომ სანაპიროზე დღეს, 10 აგვისტოს 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ ზღვაში შესვლა აკრძლალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს.

 

აჭარაში უხვი ნალექის შედეგებს ებრძვიან. ქობულეთში, მახინჯაურსა და ბათუმში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უხვი ნალექის დროს სანიაღვრე სისტემები წყალს ვერ ატარებს.