თელავში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

2018.08.02 16:18:48
თელავში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, თელავში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო „აჩინებული“ ამოქმედდა. 

 

ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

საწარმოში, ჯამურად, 2 500 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო, აქედან, 975 402 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 632 835 ლარი სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტია.

 

საწარმოში, წელიწადში 500 000 ლიტრზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხილის წვენის წარმოება იგეგმება. პროდუქციის რეალიზაცია, პირველ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. სამომავალოდ იგეგმება ექსპორტზე გატანაც. საწარმოში მუდმივად 25 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად, 8-10 ადამიანი ემატება.

 

2018 წლის ბოლოსთვის, კომპანიაში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22:000 დაინერგება.