წყალდიდობა ფოთში

2018.08.02 16:15:37
წყალდიდობა ფოთში

ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. 

 

დატბორილია ქუჩები. ათეულობით ოჯახს გაუნადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა. წვიმის შედეგად დაზარალებულები მერიის წინ შეიკრიბნენ და დახმარებას ითხოვენ.

 

ხელისუფლების ინფორმაციით, ძლიერი წვიმისას ელექტროენერგიის გათიშვის გამო, სატუმბმა სადგურებმა წყლის გატარება ვერ შეძლეს და პრობლემაც სწორედ ამას უკავშირდება. 

 

ფოთში, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.