1 კვირის ამინდის პროგნოზი

2018.07.29 15:48:22
1 კვირის ამინდის პროგნოზი

მომდევნო კვირის ამინდის პროგნოზი ცნობილია

 

 

30 ივლისიდან 1 გვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში, ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს,

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 29-31 გრადუსი იქნება, დაბლობ რაიონებში 31-36 გრადუსი, ხოლო მთიან რაიონებში 32-37 გრადუსამდე სიცხეა მოსალოდნელი. 

 

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 30-31 ივლისს, ბარში 34-39 გრადუსამდე დაფიქსირდება, მთიან რაიონებში კი - 32-37 გრადუსი იქნება. 

 

სინპოტიკოსების ცნობით, 2-4 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის შემცირება და ხანმოკლე წვიმა- ელჭექით. 

 

„საქართველოში ჰაერის ტემპერატურის შემცირება 2-3 აგვისტოს იქნება შესამჩნევი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლებელია იყოს 28-30 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 30-35 გრადუსი“ , - აღნიშნა დოდო გვაზავამ.

 

მისივე ინფორმაციით, 2-4 აგვისტოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშია მოსალოდნელი. დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 აგვისტომდე დედაქალაქში ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 

 

„29-31 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 37-38 გრადუსამდე იქნება. 2-3 აგვისტოს თბილისში მოსალოდნელია 34 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა ელჭექით“, - განმარტა დოდო გვაზავამ.