სტიქია კახეთში - დატბორილია რამდენიმე სოფელი

2018.07.22 14:03:32
სტიქია კახეთში - დატბორილია რამდენიმე სოფელი

სტიქია კახეთში - ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები დააზარალა. დატბორილია რამდენიმე სოფელი და ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები.

 

სტიქიის შედეგად განადგურდა სასოფლო სამეურნეო ნათესები და ნარგავები. დაიხოცა შინაური ფრინველი.

 

სოფელ ჰერეთისკარში ადგლობრივების თქმით, გასაწმენდია სანიაღვრე არხები, რის გამოც წყლის გატარება ვერ მოხერხდა.

 

ადგილზე სამაშველო ბრიგადები და ტექნიკაა მობილიზებული.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზარალის ათვლა მოგვიანებით დაიწყება. რის შემდეგაც გაირკვევა, რა სახის დახმარება გაეწევათ დაზარალებულებს.