"სოკარის" ოფისთან საწვავის ფასის ზრდა გააპროტესტეს

2018.07.22 13:50:53
"სოკარის" ოფისთან საწვავის ფასის ზრდა გააპროტესტეს

თბილისში საწვავის ფასის ზრდა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ამჯერად კომპანია "სოკარის" სათავო ოფისთან შეიკრიბნენ. 

 

 

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, "სოკარ"ი და სხვა მსხვილი კომპანიები, ფასებს ხელოვნურად არეგულირებენ, ხოლო საწვავის ფასი კოლოსალურია. 

 

ისინი კომპანიისგან საწვავის ფასების დარეგულირებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს განაგრძობენ და პროტესტს პერფორმანსის საშუალებითაც გამოხატავენ.

 

30 ივლისს თბილისში, გმირთა მოედანზე, ასობით მძღოლი ავტომობილს გააჩერებს და საწვავზე ფასების ზრდას ამ გზით გააპროტესტებს.

 

"ვაჩერებთ ყველა" ასე ეწოდება ჯგუფს, რომელშიც საწვავზე ფასების ზრდით უკმაყოფილო მოქალაქეები გაწევრიანდნენ.

 

8 ივლისს თბილისში აქცია „ერთად შევცვალოთ საწვავის ფასი“ გაიმართა.